პოლიტიკა

ერევანში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და კომიტეტების სხდომები გაიმართება

ერევანში 21-22 თებერვალს გაიმართება ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და კომიტეტების სხდომები.

სხდომებში მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების და ევროპარლამენტის წევრები. იგეგმება ევროპული პარლამენტის, ასევე აზერბაიჯანის, უკრაინის და საქართველოს პარლამენტების დეპუტატების ვიზიტი ერევანში.

ევრონესტის დარგობრივ საკითხთა კომისიის სხდომები გაიმართება 22 თებერვალს ერევანში, კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში.

მუდმივმოქმედი კომიტეტების სხდომები გადაიცემა ონლაინ რეჟიმში.

22 თებერვალს, კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსის ფოიეში გაიმართება  ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მარია კარაპეტიანის ბრიფინგი.

ნახეთ მეტი
Back to top button