თურქეთი რუსეთის ათ რეგიონს “თურქულ რესპუბლიკებს” უწოდებს

თურქულმა გაზეთმა „კარარმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც რუსეთის ფედერაციის 10 რეგიონს დამოუკიდებელ თურქულ ავტონომიურ რესპუბლიკებად ასახელებს. ინფორმაციას ,,რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
„სავარაუდოდ, მსოფლიოში 200-დან 250 მილიონამდე თურქი ცხოვრობს, ამ მოსახლეობის დაახლოებით მესამედი თურქეთში ცხოვრობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ სულ 7 თურქული სახელმწიფოა: თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, ოკუპირებული ჩრდილოეთ კვიპროსი (რომლის დამოუკიდებლობა მხოლოდ ანკარამ ცნო).
მოხსენიებულია თურქული უმრავლესობით ავტონომიური რეგიონები: ჩინეთის სინძიანგ-უიღურული ავტონომიური რეგიონი (სტატიაში მოხსენიებულია როგორც არჩელიური თურქესტანი), გაგაუზია მოლდოვაში, ყარაყალპაქსტანი უზბეკეთში და ნახჭევანი აზერბაიჯანში.
შემდეგ პერიოდულმა გამოცემამ ჩამოთვალა “ავტონომიური თურქული რესპუბლიკები”, მათ შორის რუსეთის 10 რეგიონი: თათარსტანი, ბაშკირეთი, ჩუვაშეთი, ტუვა, იაკუტია, ალტაი, ყაბარდო-ბალყარეთი, დაღესტანი, ხაკასია, ყარაჩაი-ჩერქეზეთი.
ამასთან, ამბობენ, რომ თურქი ხალხების წარმომადგენლები ყველა რესპუბლიკაში უმრავლესობას არ ქმნიან.
მანამდე თურქეთის ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის ლიდერმა დილეტ ბახჩელმა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს „თურქული სამყაროს“ რუკა გადასცა. “თურქული სამყარო”, ბაჰჩელის თქმით, მოიცავს რუსეთის სამხრეთ რეგიონების ნაწილს, აღმოსავლეთ ციმბირს, ასევე ბალკანეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთს, ჩინეთის სინციან უიღურულ ავტონომიურ რეგიონს, მონღოლეთსა და ირანს.