ლიონში არცახის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი გამოფენა მოეწყობა

ლიონში არცახის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი გამოფენა მოეწყობა, დიასპორის საკითხებში უმაღლეს კომისართან, საფრანგეთში ვიზიტით მყოფ ზარე სინანიანთან შეხვედრის დროს ამის შესახებ განაცხადა უვერნი რონ ალპის რაიონის ვიცეპრეზიდენტმა ლორანს ფოთრანმა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბრუნო ჩიავერინმა.
ეს რეგიონი გამოირჩევა სომხეთთან აქტიური თანამშრომლობით. „ამ რეგიონისა და დიასპორის საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისს შორის მეგობრობა ომის დროს დაიწყო, როდესაც ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით და ყველანაირად ვცდილობდით სომხეთს დახმარებოდით“, – განაცხადა ვენის მერის მოადგილემ ლეონ საქუნცმა.
ფრანგმა ჩინოვნიკებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ფრანგულ გავლენას სომხეთში, გამოცდილების გასაზიარებელ პროგრამებს, ისევე როგორც საფრანგეთში სომხური გარემოს შექმნის საკითხებს.