კულტურა

ნობელის პრემიის ლაურეატები, ძირითადი კონკურსები და კონფერენციები: სომხეთში საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებები გაიმართება

როგორც „არმენპრესი“  წერს, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ 17 თებერვლის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება სომხეთის კრივის  ფედერაციისთვის 2022 წლის 21-31 მაისს ერევანში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. სომხეთის  განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის მინისტრმა ვაჰრამ დუმანიანმა აღნიშნა, რომ პროექტით გათვალისწინებულია 77 მილიონ 768 ათასი დრამის გამოყოფა. გამოეხმაურა რა პროექტს სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ ღონისძიების სათანადო მომზადება. მისი თქმით, ამ მიმართულებით სხვა დაფინანსებაც იქნება.

საჭიროა  თანხა იქნას გამოყოფილი სპორტულ-საკონცერტო კომპლექსის საჭიროებებისათვის, რადგანაც წელს აქ ჩატარდება საბავშვო ევროვიზია, აღნიშნა ფაშინიანმა.

როგორც სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა თქვა, წლის განმავლობაში სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც მოეწყობა. კერძოდ, გაეროს მსოფლიო  ტურიზმის ორგანიზაციის ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც სომხეთში 1-3 ივნისს გაიმართება.

მიმდინარეობს მუშაობა ივნისის მეორე ნახევრისთვის   სომხეთში იქნას მოწვეული ნობელის პრემიის ლაურეატი არტემ ჰათაფუთიანი, ხოლო საერთაშორისო ფესტივალის „სტარმუსის“ ფარგლებში სომხეთში კიდევ 6 ნობელის პრემიის ლაურეატი ჩამოვა.

ნახეთ მეტი
Back to top button