სპორტი

სომეხ და რუსმა აერონავტებმა ჰაერში 35 საათის განმავლობაში ყოფნით მსოფლიო რეკორდი დაამყარეს

აერონავტებმა ფრენა მანამ განაგრძეს, სანამ საწვავი ჰქონდათ.

სომხეთის აერონავტიკის ფედერაციის ხელმძღვანელმა ნაირი ბარსეღიანმა რუსეთის ავიაციის ფედერაციის წევრ სერგეი ბაჟენოვთან ერთად AX-9 კლასის აერონავით მსოფლიო რეკორდი დაამყარა ჰაერში ყონის ხანგრძლივობის მხრივ. ამის შესახებ ბარსეღიანმა Facebook-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ფრენა 16 თებერვალს დილის 7:00 საათზე ქალაქ ორენბურგიდან დაიწყო.

„იმით კი არ ვამაყობ, რომ მსოფლიო რეკორდი დავამყარე, არამედ იმით, რომ ჩვენი ქვეყანა საავიაციო სპორტის ისტორიაში შევა“, – განაცხადა ბარსეღიანმა.

ფრენა 35 საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც მამაკაცები წარმატებით დაეშვნენ.

ბარსეღიანი და ბაჟენოვი რეკორდისთვის ბოლო რამდენიმე წელია ემზადებიან.

წინა რეკორდი 2016 წლის 25 იანვარს დაფიქსირდა. ივან მენიაილო და ფიოდორ კონიუხოვი ჰაერში 32 საათი და 20 წუთი იმყოფებოდნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button