
რეგიონული კომუნიკაციების გახსნის საკითხის კონტექსტში, სომხეთის მთავრობამ ჩრდილოეთ-სამხრეთის პროექტი გადააკეთა და გახადა ჩრდილოეთ-სამხრეთის, აღმოსავლეთ-დასავლეთის პროექტად ან, მოკლედ, სომხურ გზაჯვარედინად. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
„იმედი გვაქვს, რომ ამ პროექტს დიდი ტემპით განვახორციელებთ. არსებითად, ეს ნიშნავს, რომ ამ გზის ერთ-ერთი განშტოება, ვგულისხმობ ჩრდილოეთ-სამხრეთს, აღმოსავლეთ-დასავლეთს, ან მოკლედ სომხური გზაჯვარედინის ერთ-ერთ განშტოებას, დააკავშირებს ჩრდილოეთს სამხრეთთან, ანუ არსებითად სომხეთის რესპუბლიკიდან ირანის ისლამურ რესპუბლიკას, მეორე განშტოება, ფაქტობრივად, არის აზერბაიჯანი, სომხეთი და მოგვიანებით ნახჭევანი, თურქეთი. და ჩვენ ამ პროექტს ამ ზოგად კონტექსტში ვათავსებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა, შეეხო რა ჩრდილოეთ-სამხრეთის პროექტის სისიანი-ქაჯარანის მონაკვეთის მშენებლობას, რაზეც წინასწარი საკვალიფიკაციო ტენდერი 17 თებერვალს გამოცხადდა.
ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი არის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების. წინაკვალიფიკაციის ეტაპი 70 დღეს გაგრძელდება.
მან დასძინა, რომ დაგეგმილი აღმოსავლეთ-დასავლეთი საპროექტო ნაწილი არ გაკეთებულა, მაგრამ პოლიტიკური შეთანხმებების კონტექსტში, თანხმობის მიღწევის კონტექსტში, ისინი ძალიან სწრაფად განახორციელებენ ამ ნაწილსაც. სრ პრემიერ-მინისტრმა ასევე აცნობა, რომ ამჟამად კონკრეტული სამუშაოები მიმდინარეობს ერასხ-ჯულფა-ორდუბად-მეღრი-ჰორადიზის რკინიგზის მშენებლობისთვის. მისივე თქმით, მიღწეული შეთანხმებები უახლოეს მომავალში დოკუმენტის სახით დარეგისტრირდება და დე იურე პროცესი სრულად განვითარდება.