ეკონომიკა

27 ხიდი, 5 გვირაბი: როგორი იქნება ჩრდილოეთ-სამხრეთის საავტომობილო გზის სისიან-ქაჯარანის მონაკვეთი

კეთილმოწყობილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და უსაფრთხო. ასე აღწერა სომხეთის  ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა ჩრდილოეთ-სამხრეთის პროექტის ფარგლებში სისიანი-ქაჯარის მიმართულებით მშენებარე ახალი გზის მონაკვეთი. როგორც  „არმენპრესი“ წერს,  ეს არის მასშტაბური პროგრამა საკმაოდ ყოვლისმომცველი ინფრასტრუქტურით.

მინისტრმა აცნობა, რომ ეს არის სრულიად ახალი საავტომობილო გზის მონაკვეთი, სადაც საბოლოო ჯამში გვექნება  27 ხიდი, რომელთა საერთო სიგრძე დაახლოებით  4,7 კმ-ია. გვირაბის მონაკვეთები 12 კილომეტრზე მეტია. სულ 5 გვირაბი იქნება, რომელთაგან მხოლოდ ერთის  სიგრძე 8,6 კმ იქნება. გნელ სანოსიანის თქმით, ეს არის მასშტაბური პროგრამა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიზიდოთ მსხვილი საერთაშორისო კომპანიები. თუ სხვა დაბრკოლებები არ წარმოიქმნება , წლის ბოლომდე მშენებელი გვეყოლება“, – განაცხადა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button