პოლიტიკა

აზერბაიჯანის მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, ამჟამად ტოპონიმურ დასახელებებზე: ალიევმა „ზანგეზური“ გაითავისა

აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ინტენსიურად აგრძელებს არცახსა  და სომხეთში  მცოცავ ტოპონიმურ ოკუპაციას.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოუწოდა ბიზნესმენებს „განთავისუფლებულ ტერიტორიებზე“ ბიზნესის გააქტიურებისკენ. რეგიონის ლიდერებთან ვიდეოკონფერენციის დროს ალიევმა განაცხადა, რომ ბიზნესმენებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ „განთავისუფლებულ ტერიტორიებზე“ და იქ ბიზნესი წამოიწყონ.

ძნელი მისახვედრი არ არის და როგორც ალიევმა აღნიშნა, „განთავისუფლებულ ტერიტორიებად“  ის არცახსა  და ზანგეზურს მიიჩნევს.  არა შვიდ  რეგიონს, სომხურ ისტორიულ მიწებს, არამედ არცახსა და ზანგეზურს. არცახის შესახებ არაფერს ვამბობთ, პრობლემა საყოველთაოდ ცნობილია. აზერბაიჯანის მიერ წამოწყებული რამდენიმე აგრესიული ომი ბაქოს საკითხის „გადაჭრაში“ ვერ დაეხმარა.

მაგრამ ზანგეზური ცალკე თემაა. შეგახსენებთ, რომ ზანგეზური სომხეთის ერთ-ერთი რეგიონია, რომელიც აზერბაიჯანულ-თურქულ ტანდემს თვალში მოუვიდა. აზერბაიჯანისა და თურქეთის აგრესიის შემდეგ ალიევის ადმინისტრაციამ ეშმაკური ნაბიჯი გადადგა და აზერბაიჯანში შექმნა რეგიონი სახელწოდებით „აღმოსავლეთ ზანგეზური“, შემოკლებით ზანგეზური. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც რიგითი აზერბაიჯანელები, ისე დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებსაც ბევრი რამ არ ესმით რეგიონული საკითხების შესახებ,ავრცელებენ  აზრს, რომ „ზანგეზური  აზერბაიჯანული მიწაა“.  არ არის საჭირო იმის ახსნა, რომ ამ გზით მზადდება  ნიადაგი ტერიტორიული პრეტენზიებისთვის.

ალიევი ყოველთვის დგამს ამ ეშმაკურ ნაბიჯს. აზერბაიჯანული სახელების გამოყენებით, ამ ქვეყნის პრეზიდენტი რეგულარულად ახმოვანებს ტერიტორიულ პრეტენზიებს სომხეთის მიმართ. აქ უადგილო არ იქნებოდა აღმოსავლური ანდაზაც გაგვეხსენებინა:   “ჰალვა  რამდენჯერაც არ უნდა წარმოთქვა, ამით პირი არ დატკბება“.

ნახეთ მეტი
Back to top button