მთავარიპოლიტიკა

არარატ მირზოიანმა მონაწილეობა მიიღო მიუნხენში სამხრეთ კავკასიის განვითარების პერსპექტივების შესახებ დისკუსიაში

19 თებერვალს სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ასოციაციის (GIZ) მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში, რომელიც მიეძღვნა სამხრეთ კავკასიის რეგიონის განვითარების პერსპექტივებს. „ჩეთჰემ ჰაუსის“ წესებით გამართულ ღონისძიებაზე არარატ მირზოიანი სიტყვით გამოვიდა და მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი პარვიზ შაჰბაზოვი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი დევიდ მალპასი, ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, GIZ-ის დირექტორი ინგრიდ-გაბრიელა ჰოვენი, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების სახელმწიფომდივანი ნილს ანენი.

ნახეთ მეტი
Back to top button