პოლიტიკა

ბაიდენი დათანხმდა პუტინთან შეხვედრას, იმ პირობით რომ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება

,,მთავარი არხი” წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე თანახმაა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. შეხვედრის პირობაა, რომ მანამდე რუსეთი უკარიანში არ უნდა შეიჭრას.

“პრეზიდენტი ბაიდენი, პრინციპში დათანხმდა ამ ვიზიტის შემდეგ [იგულისხმება ლავროვსა და ბლინკენს შორის მოლაპარაკება] პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას, თუ შეჭრა არ მოხდება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიპლომატიისთვის. ჩვენ ასევე მზად ვართ დავაწესოთ სწრაფი და მძიმე შედეგები, თუ რუსეთმა ომი აირჩია. და ამჟამად, როგორც ჩანს, რუსეთი აგრძელებს მზადებას უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმისთვის ძალიან მალე”, – წერია თეთრი სახლის განცხადებაში. 

სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამ კვირის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს უნდა შეხვდეს. პირობა იგივეა – არ გააგრძელოს რუსეთმა სამხედრო მოქმედებები.

ცნობისთვის, სამიტი უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, სადაც პუტინი და ბაიდენიც იქნებიან მიწვეულები საფრანგეთის ინიციატივით უნდა გაიმართოს.

ნახეთ მეტი
Back to top button