
18 თებერვალს გაიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში კუხო-ს წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების ხელმძღვანელების საკოორდინაციო ონლაინ შეხვედრა, რომელსაც თავმჯდომარეობდა სრ ერ. კრების საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში სრ დელეგაციის ხელმძღვანელი ედუარდ აღაჯანიანი.
ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის, ბელორუსის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ასევე კუხოს საპარლამენტო ასამბლეას სამდივნოს წარმომადგენლებმა.
მიესალმა რა შეხვედრის მონაწილეებს, ედუარდ აღაჯანიანმა ისაუბრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში კუხო-ს წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების საგარეო პოლიტიკური საქმიანობის კოორდინაციაზე.

შეეხო რა სამუშაო შეხვედრის მიზნებს, ედუარდ აღაჯანიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი პოზიციების კოორდინაციის აუცილებლობას, ურთიერთდახმარებას, კუხო-ს თანამშრომლობის ქვეყნების ინტერესებისა და ვალდებულებების გათვალისწინების აუცილებლობას.
აღინიშნა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში კუხო-ს წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების მეთაურთა ერთობლივი შეხვედრების გამართვის პრაქტიკა 2009 წელს დამტკიცდა.
სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, რადგან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიების ფორმატი არ ითვალისწინებს რეზოლუციების კენჭისყრას ან რაიმე ანგარიშის მიღებას, დღევანდელ შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ზოგადი შეხედულებები და მხარეთა პოზიციები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 21-ე ზამთრის სესიის საჭირბოროტო საკითხებზე.
აღინიშნა, რომ სხდომა იგეგმება ერევანში 2022 წლის 11 მარტს.