პოლიტიკა

ლარისა ალავერდიანი: აზერბაიჯანი შეიქმნა აღმოსავლეთ სომხეთში სომეხთა გენოციდის დასასრულებლად

უნდა გვესმოდეს, რომ აზერბაიჯანის შემთხვევაში საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელიც შეიქმნა აღმოსავლეთ სომხეთში სომეხთა გენოციდის დასასრულებლად. ამის შესახებ სომხეთის პირველმა ომბუდსმენმა, უფლებადამცველმა ლარისა ალავერდიანმა 19 თებერვალს გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი არა მარტო არცახის სომხების წინააღმდეგ იბრძვის, არამედ ზოგადად სომხების განადგურების პოლიტიკასაც ატარებს.

„მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწევენ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გადავარჩინოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცივილიზებული ხალხი და ამას საერთო არაფერი აქვს ნაციონალიზმთან.

ალავერდიანმა გამოთქვა რწმენა, რომ აზერბაიჯანი ატარებს სომეხთა გენოციდის თანმიმდევრულ პოლიტიკას და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში ეროვნული დღესასწაულების დღეებიც კი ემთხვევა სომხების გენოციდის დღეებს.

ჩვენ ვასრულებთ „მარლეზონის ბალეტის მეორე ნაწილს“, მაშინ როცა აზერბაიჯანი გვებრძვის  წესების გარეშე.  „1998 წელს ვიყავი აზერბაიჯანში და საკუთარი თვალით ვნახე, რომ შაჰიდების ხეივანის მემორიალურ დაფაზე წარწერილია, თუ რამდენი სომეხი მოკლა გარდაცვლილმა“, – აღნიშნა ლარისა ალავერდიანმა.  

ნახეთ მეტი
Back to top button