ეკონომიკა

რუსი ბიზნესმენების დიდი ჯგუფი ჩამოვა სომხეთში, სომხები კი ჩეჩნეთში გაემგზავრებიან

მსხვილი რუსული ბიზნეს მისია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სფეროს კომპანიებს, სომხეთში 24-25 თებერვალს იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია Sputnik სომხეთის საერთაშორისო მულტიმედია ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე მიაწოდა რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელმა სომხეთში ანა დონჩენკომ.

ვიზიტის ორგანიზატორია რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო და სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო მინისტრების მოადგილეების ალექსეი გრუზისა და ნარეკ ტერიანის დონეზე. ბიზნეს მისია გამართავს მრგვალ მაგიდებს, ექნება შეხვედრები წარმოებაში.

რუს სტუმრებს შორის იქნებიან მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკის, მეტალურგიისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიების წარმომადგენლები. ფართო იქნება რეგიონების წარმომადგენლობაც: მოსკოვი, მოსკოვის ოლქი, სევასტოპოლი, ბაშკორტოსტანი, კიროვის, კურგანის, ლიპეცკის და რიგი სხვა რეგიონები.

გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ, 14-17 თებერვალს სომხეთში იმყოფებოდა ლენინგრადის ოლქის რეგიონალური ბიზნეს მისია.

ნება მომეცით განვმარტო, რომ მისია არ მოიცავდა ქალაქ სანკტ-პეტერბურგს, მაგრამ გასული წლის ბოლოს ჩამოვიდა დელეგაცია სანკტ-პეტერბურგიდან, რომელმაც წარადგინა რობოტატექნიკის სასკოლო პაკეტები, შოკოლადის ახალი ტიპები და სხვა პროდუქტები“, – შეახსენა დონჩენკომ.

27 თებერვალს ერევანში რიაზანის რეგიონის მსხვილი ბიზნეს მისია ჩამოვა, რომელსაც გუბერნატორი ნიკოლაი ლიუბიმოვი ხელმძღვანელობს.

გამოფენა ერევანში, Meridian Expo Center-ში გაიხსნება და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მზადდება სხვა რეგიონალური მისიები ტულადან, ჩელიაბინსკიდან, კურგანიდან და სხვა რეგიონებიდან.

„ჩვენ ხელი შევუწყეთ კავშირების დამყარებას ორივე მიმართულებით. ცოტა ხნის წინ მოვაწყვეთ ვიდეო ხიდი სომეხი და ჩეჩენი ბიზნესმენების მონაწილეობით. მიღწეულია შეთანხმება, რომ სომხეთის დელეგაცია გაემგზავრება ჩეჩნეთში“, – დასძინა დონჩენკომ.

სავაჭრო წარმომადგენლობით პლატფორმაზე ცოტა ხნის წინ გაიმართა სამხრეთ კავკასიის რკინიგზისა და კომპანია Tashir ჯგუფის წარმომადგენლების შეხვდრა.

 „მე არ შემიძლია მათი სახელით ხელშეკრულებების დეტალების გაცნობა, მაგრამ კომპანია ,,ტაშირს“, როგორც მოგეხსენებათ, აქვს წარმოების შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს“, – დასძინა დონჩენკომ.

2021 წელს სომხეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობამ ხელი შეუწყო 130-მდე პროექტს რუსული საქონლის ექსპორტისთვის, რის შედეგადაც დაიდო 75,5 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტები.

ნახეთ მეტი
Back to top button