პოლიტიკა

სომხეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები ხაზს უსვამენ სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის შეთანხმების ხელმოწერას

19 იანვარს მიუნხენში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი შეხვდა ირანელ კოლეგას ჰოსეინ ამირ აბდულაჰიანს.

მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორი ხალხის ისტორიულ კავშირებსა და ურთიერთგაგებაზე დამყარებული ურთიერთობების პოზიტიური დინამიკით, გამოთქვეს მზადყოფნა სომხეთ-ირანის თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანონ უსაფრთხოების, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმისა და კულტურის და სხვა სფეროებში.

სომხეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის “სპარსეთის ყურე-შავი ზღვა“ შექმნის შესახებ საბოლოო შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობა, ამ კონტექსტში ხაზგასმულია ექსპერტების ერთობლივი ძალისხმევა მე-6 შეხვედრის ორგანიზებისთვის.

არარატ მირზოიანი და ჰოსეინ ამირ აბდულაჰიანი შეეხნენ რეგიონალური, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხთა ფართო სპექტრს.

მინისტრმა მირზოიანმა თავის კოლეგას გააცნო მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიით შექმნილი, ასევე სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შეღწევით გამოწველი ვითარება. მან მაღალი შეფასება მიანიჭა ირანის პოზიციას სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით. ასევე ხაზი გაესვა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მანდატით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას.

ნახეთ მეტი
Back to top button