
კომპანია „სქაიბოლის“ პილოტმა ნაირი ბარსეღიანმა და მისმა რუსმა კოლეგამ სერგეი ბაჟენოვმა 16 თებერვალს რეკორდული ფრენა შეასრულეს.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, პირველად საავიაციო სპორტის ისტორიაში, სომხეთის რესპუბლიკა რეკორდსმენი ქვეყანა გახდა განახორციელა აეროსტატ „სქაიბოლით“ ხანგრძლივი ფრენა.
როგორც პილოტმა ნაირი ბარსეღიანმა “არმპრესსთან” საუბრისას აღნიშნა, „სქაიბოლის“ ყველაზე ტევადი მსოფლიო რეკორდი დედამიწაზე დაშვების გარეშე დაიწყო 2022 წლის 16 თებერვალს 08:00 საათზე რუსეთის ორენბურგის რეგიონიდან, დაშვება 17 თებერვალს მოხდა 18:45 საათზე. ფრენის ხანგრძლივობა იყო 34 საათი და 41 წუთი.
ადრე დაფიქსირებული რეკორდი 32 საათი და 12 წუთი გრძელდებოდა.
რეკორდს საავიაციო სპორტის ფედერაცია დაარეგისტრირებს, აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად სომხეთის სახელი ჩაიწერება საავიაციო სპორტის ისტორიაში.


