პოლიტიკა

არცახის ეუს გამოეხმაურა აზერბაიჯანის განცხადებას, არაიკ ჰარუთუნიანის მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ

არცახის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. როგორც “არმენპრესს” არცახის სსს-დან აცნობეს, განცხადებაში ნათქვამია:

 „აზერბაიჯანის რესპუბლიკის პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საზოგადოების შეშფოთების გათვალისწინებით, არცახის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ირწმუნება, რომ სამსახურს შეუძლია უზრუნველყოს როგორც სახელმწიფო მოხელეების უსაფრთხოება, მისი პრეზიდენტის სახით, ასევე არცახის რესპუბლიკის თითოეული მოქალაქის, და იმ ხალხის უსაფრთხოება, ვინც ესტუმრა არცახს, დამატებითი ზომების გატარებით“.

 აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა ნემატ ავაზოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის სამართალდამცავები აპირებენ, რაც შეიძლება მალე დააკავონ არცახის პრეზიდენტი არაიკ ჰარუთუნიანი. აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, ბაქოს პროკურატურა ჰარუთიუნიანს „განჯაზე სარაკეტო თავდასხმაში“ ადანაშაულებს.

ნახეთ მეტი
Back to top button