მთავარიპოლიტიკა

ერევანში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა გაიმართა

ერევანში 21 თებერვალს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან სომხეთის, საქართველოსა და უკრაინის, ასევე ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების პარლამენტების დელეგაციების ხელმძღვანელებმა.

სხდომაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დეპუტატებმა წარმოადგინეს ინფორმაცია მათ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. ასევე განიხილეს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

22 თებერვალს, კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში გაიმართება ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას პოლიტიკური, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტეგრაციის, სამართლებრივი დაახლოებისა და ევროკავშირის პოლიტიკის, სოციალური, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების საკითხების კომიტეტების სხდომები.

ნახეთ მეტი
Back to top button