მთავარიპოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა

21 თებერვალს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს  შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ორმა ლიდერმა განიხილა 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრის და 2021 წლის 16 ნოემბრის სამმხრივ განცხადებებში მიღწეული შეთანხმებების შესრულება.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრი გაზაფხულზე მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინი სომხეთში მოიწვია.

მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთსა და უკრაინას შორის  არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button