
სომხეთის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ოფისი გამოეხმაურა ალიევის რეჟიმის მიერ გაკეთებულ განცხადებას სერჟ სარგსიანის სისხლისსამართლებრივი დევნისა და ძებნის გამოცხადების შესახებ.
სომხეთის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია.
„ალიევის რეჟიმის მიერ სერჟ სარგსიანის დადანაშაულება და ბრალდებები ცინიკურია.
ცინიკური, რადგან ალიევს, რომელიც წლების განმავლობაში მისდევს გენოციდის პოლიტიკას, რომლის ზიზღი სომხების მიმართ აზერბაიჯანის შიგნით სახელმწიფო პოლიტიკად იქცა მთელი მისი მოღვაწეობის მანძილზე, არ აქვს მორალური უფლება ისაუბროს სერჟ სარგსიანზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მისი დადანაშაულების შესახებ.
წლების განმავლობაში ალიევი ეჯახება სერჟ სარგსიანის ოსტატურ დიპლომატიას, რომელიც ღირსეულად წარმოადგენს სომხეთს.
სომხეთის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, თანამდებობის დატოვების შემდეგაც, თავისი დიდი კავშირებითა და გამოცდილებით აგრძელებს სომხეთის ეროვნული, სახელმწიფო ინტერესების წარდგენას საზღვარგარეთ. 1988 წლიდან მოყოლებული პრეზიდენტი სარგსიანი ისწრაფვის არცახის სომხურ წმინდა მიწაზე ათასობით წლის განმავლობაში მცხოვრები სომეხი ხალხის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების უფლების რეალიზებისათვის“.