მთავარიპოლიტიკა

სომხეთის ვიცე-პრემიერი სთხოვს რომის პაპ ფრანცისკეს, რომ ლოცვებში კვლავ მოიხსენიოს სომეხი ტყვეების სამშობლოში დაბრუნების საკითხი

21 თებერვალს ვიცე-პრემიერმა ჰამბარძუმ მათევოსიანმა  მიიღო სომხეთში  წმინდა საყდრის სამოციქულო ნუნციო, არქიეპისკოპოსი ხოსე აველინო ბეტანკური. როგორც  ვიცე-პრემიერის აპარატიდან გვაცნობეს, ჰამბარძუმ მათევოსიანი მიესალმა მთავარეპისკოპოსს და კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის ინტერესი და ვალდებულება წმინდა საყდართან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე.

გამოაცხადარა  წმიდა საყდრის გადაწყვეტილება 2021 წელს ერევანში სამოციქულო ეპარქიის გახსნის შესახებ, ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მიგვითითებს იმ მნიშვნელობაზე, რომელიც ენიჭება სომხეთსა და წმინდა საყდრს შორის არსებულ  სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს და ჩვენს რეგიონში განვითარებულ მოვლენებს.

არქიეპისკოპოსმა ხოსე აველინო ბეტანკურმა მიულოცა სომხეთის რესპუბლიკას წმიდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ 30-წლიანი პარტნიორობა ეფუძნება 2000 წლიან მეგობრულ ურთიერთობებს.

საუბრისას ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა უწმიდესი მღვდელმთავრის მიერ არცახის წინააღმდეგ 44-დღიანი ომის დროს გაგზავნილი მესიჯები, რის შემდეგაც მან თხოვნით მიმართა რომის პაპ ფრანცისკეს, რომ ლოცვებში კვლავ მოიხსენიოს სომეხი ტყვეების სამშობლოში დაბრუნების შესახებ.

შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო 44-დღიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონებში სომხური ისტორიული,  კულტურული და რელიგიური ძეგლების დაცვაში, შენარჩუნებასა და აღდგენაში წმიდა საყდრის ჩართულობის შესაძლებლობას და მნიშვნელობას.

ნახეთ მეტი
Back to top button