სომხეთი აპირებს მინიმუმ 4 უნივერსიტეტის ყოლას მსოფლიოს 500 საუკეთესო უნივერსიტეტთა სიაში

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ კარენ თ’რჩუნიანმა 21 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე უმაღლესი განათლების სფეროში დასახული აქტივობები და პროგრამები გააცნო.
„როგორც პროფესიული განათლების სფეროში, ამ შემთხვევაშიც უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ვინც დაამთავრა უნივერსიტეტი, შეეძლოს პროფესიის მიხედვით იმუშაოს. ამის მისაღწევად, ჩვენ უნდა შევიმუშაოთ სტანდარტები უმაღლესი განათლების სფეროში ლიცენზირებისა და აკრედიტაციის ინსტრუმენტების საშუალებით,“ – განაცხადა თ’რჩუნიანმა.
სამინისტრო უნივერსიტეტების სხვადასხვა სპეციალობის დაფინანსების ახალი სისტემის შემუშავებას გეგმავს.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტისთვის დაფინანსების მექანიზმები განსხვავებული იქნება. ამ ყველაფრისთვის სამუშაო ჯგუფები უნდა შეიქმნას.
„ჩვენ გვაქვს მიზანი, რომ საუკეთესო 500 უნივერსიტეტის სიაში იყოს მინიმუმ 4 უნივერსიტეტი. ვფიქრობ, ამას მივაღწევთ, თუ ყველა პირობას შევქმნით ხარისხიანი განათლებისთვის“, – აღნიშნა მან.