საზოგადოება

სომხეთი დიასპორის მასწავლებლების მომზადებას გეგმავს

სომხეთი გეგმავს არმენოლოგიის ცენტრების გაფართოებას, მათ ხარისხობრივ გაუმჯობესებას, ასევე დიასპორის მასწავლებლების მომზადებას.

როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ამის შესახებ 21 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ არტურ მარტიროსიანმა განაცხადა.

„ჩვენ შევიმუშავეთ 3 სტრატეგიული მიმართულება: ინკლუზიური განათლების გარემოს შექმნა, განათლების მართვის სისტემა, ასევე კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა. ასევე პრობლემა გვაქვს ისეთი სომხური საგანმანათლებლო პროდუქტების ექსპორტზე, როგორიცაა TUMO. ჩვენ უნდა შევძლოთ განვითარება მსოფლიოსთან შესაბამისობაში“, – განაცხადა მარტიროსიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button