პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო დელეგაცია ევროკავშირის პარლამენტის წევრისა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის ანდრიუს კუბილიუსის ხელმძღვანელობით.
პრემიერ-მინისტრი მიესალმა ბიუროსა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომებს ერევანში და აღნიშნა, რომ ისინი მნიშვნელოვანი პლატფორმაა თანამშრომლობისა და დიალოგის განვითარებისთვის. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძლიერი პარტნიორია და ხაზი გაუსვა არსებულ თანამშრომლობას დემოკრატიული რეფორმების ეფექტიან განხორციელებაში. პრემიერის თქმით, დემოკრატიის განვითარების დღის წესრიგი სომხეთის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ნაბიჯები კვლავაც ტანმიმდევრობითი და უწყვეტი იქნება.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ანდრიუს კუბილიუსმა ხაზი გაუსვა სომხეთში ეფექტური დემოკრატიული რეფორმების ფაქტს და იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება და გაღრმავდება.
შეხვედრაზე მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოების სტაბილურობის საკითხებზე.
ნიკოლ ფაშინიანმა ისაუბრა ევროსაბჭოს პრეზიდენტისა და საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე, ასევე 4 თებერვალს ცატარებული ოთხმხრივი ვიდეოკონფერენციის შედეგებსა და მიღწეულ შეთანხმებებზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში იუნესკოს მისიისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეყვანის აუცილებლობას სომხური ისტორიული, კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის შესანარჩუნების მიზნით.