პოლიტიკა

ანა გრიგორიანი. ევროკავშირმა ბაქოსა და ანკარას ქმედებებს ერთმნიშვნელოვანი პოლიტიკური შეფასება უნდა მისცეს

ევროკავშირმა ერთმნიშვნელოვანი და მიზანმიმართული პოლიტიკური შეფასება უნდა მისცეს  აზერბაიჯანისა და თურქეთის ქმედებებს. ამის შესახებ 22 თებერვალს „ევრონესთის“ საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა ოპოზიციური ფრაქცია „ჰაიასტანის“ წევრმა ანა გრიგორიანმა.

მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები კვლავაც რჩება. ამასთან, აზერბაიჯანში მიაჩნიათ, რომ ყარაბაღის საკითხი 44-დღიანი ომის შემდეგ მოგვარდა.

„დაახლოებით ორი წლის წინ აზერბაიჯანმა გადაწყვიტა, რომ შეეძლო ძალის გამოყენება ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად, რაც თავისთავად წარმოადგენს გაეროს დასკვნითი აქტების, ჰელსინკის აქტის გარანტირებული ძირითადი პრინციპების დარღვევას. ომმა კატასტროფები მოიტანა, მაგრამ პრობლემა არ გადაჭრა. ის დღემდე არსებობს. სომხების მიმართ მტრობამ და სიძულვილის გავრცელებამ ძირი გამოუთხარა რეგიონში სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის პერსპექტივებს“, – განაცხადა გრიგორიანმა.

მან იკითხა, როგორ შეიძლება შესვლა პოლიტიკურ დიალოგში ბაქოსთან, როცა აზერბაიჯანში ჯერ კიდევ არიან სომეხი სამხედრო ტყვეები და ტყვე მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ყოველდღიურად არაადამიანურ მოპყრობას განიცდიან.

მისი თქმით, აზერბაიჯანი ძალადობას, სისხლისღვრას ახორციელებს და სომხურ კულტურულ მემკვიდრეობას ანადგურებს ყარაბაღში.

„როგორ შეიძლება ვისაუბროთ უსაფრთხოებაზე, როცა აზერბაიჯანიდან ყოველდღიურად ძალის მუქარა ისმის? აქ თავხედური პროპაგანდაა, საომარი რიტორიკა და ქსენოფობია. გარდა ამისა, ამჟამად აზერბაიჯანელი სამხედროები აგრძელებენ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას სიუნიქის რეგიონში“, – განაცხადა პარლამენტარმა.

მისი აზრით, ბაქოს ასეთი პოლიტიკა არ იძლევა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხო გარემოს შექმნაზე ფიქრის საშუალებას.

მიმართა რა თავის კოლეგებს  გრიგორიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის დუმილი და გულგრილობა უფრო მეტად ართულებს ყველაფერს.

„ორმაგი სტანდარტები და საარჩევნო მიდგომები უარყოფილი უნდა იყოს“, – დაასკვნა ანა გრიგორიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button