საზოგადოება

ბაგრატაშენის ახალი ხიდის მშენებლობა გრძელდება

ბაგრატაშენის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ახალი ხიდის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. ახალი ხიდის ზედაპირის პირველი 2 კოჭი დამონტაჟდა. საერთო ჯამში, ხიდი 50 კოჭისგან შედგება, საიდანაც 24 უკვე დამზადებულია და მზადაა დასამონტაჟებლად.

ინფორმაციას ფონდი “საგზაო დეპარტამენტი” ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე მდინარე დებედზე ახალი ხიდის მშენებლობა სომხურ-ქართული ერთობლივი პროგრამაა. მშენებლობა გასული წლის გაზაფხულის ბოლოს დაიწყო.

მშენებლობას აფინანსებენ ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკი, სომხეთის და საქართველოს მთავრობები.

ხიდის მშენებლობის პროგრამას ფონდი „საგზაო დეპარტამენტი“ ახორციელებს.

ნახეთ მეტი
Back to top button