მთავარიპოლიტიკა

ერევანში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომისიების სხდომები გაიმართა

 ერევანში გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომისიების სხდომები სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და უკრაინის პარლამენტების, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპარლამენტის დეპუტატების მონაწილეობით.

დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის კომიტეტმა გამართა  დებატები  თემაზე: „გეოპოლიტიკური უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში“.

საკითხის განხილვისას ევროსაბჭოს წევრმა ჰელმუტ კოიკინმა მთიანი  ყარაბაღის კონფლიქტზე ისაუბრა. მისი თქმით, 2020 წლის ომმა მკვეთრად შეცვალა სიტუაცია რეგიონში. მან დამსწრეებს აცნობა, რომ   ევრონესტის  საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში აზერბაიჯანის დელეგაციაც მონაწილეობს. ამ კონტექსტში, ჰელმუტ კოიკინმა იმედი გამოთქვა, რომ ომის შემდეგ სომხეთში პირველი ვიზიტი და ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ურთიერთგაგებისა და ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის  ეროვნული ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარია კარაპეტიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ჯერ არ მოგვარებულა. მან აღნიშნა საერთაშორისო აქტორების ჩართულობა კონფლიქტის მოგვარებაში და ხაზი გაუსვა რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას. მარია კარაპეტიანმა აზერბაიჯანში სამხედრო ტყვეებისა და სხვა დაკავებულების რეპატრიაციის, არცახის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები დააყენა.

ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში დელეგაციის ხელმძღვანელმა მარინა კალიურანდმა განაცხადა: „ნება მომეცით ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ევროპარლამენტმა არ აღიარა ომის საბოლოო შედეგები. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ომი არასოდეს შეიძლება ჩაითვალოს მისაღებ გადაწყვეტად. თუ ჩვენ ნამდვილად ვსაუბრობთ სტაბილურ, გრძელვადიან მშვიდობაზე, ეს შეიძლება მიღწეული იყოს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მოლაპარაკებების გზით“.

დებატების დროს მხარეებმა განიხილეს მოსაზრებები რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე, რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე, საკომუნიკაციო არხების განბლოკვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის, სომხეთსა და თურქეთს შორის დიალოგზე.

დამოუკიდებელმა ანალიტიკოსებმა  სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ევროკავშირის ექსპერტებმა წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები განსახილველ თემაზე, სადაც   ხაზი გაუსვეს  ამ ფორმატში დისკუსიის მნიშვნელობას და მიიჩნევენ, რომ ეს არის უნიკალური პლატფორმა დიალოგის განახლებისთვის.

გამომსვლელები ასევე შეეხნენ  ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ ვითარებას, ასევე დემოკრატიულ რეფორმებს.

ენერგეტიკული უსაფრთხოების კომისიების  სხდომაზე განხილული იქნა  ანგარიში „ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადობის გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში „ ევროპის მწვანე გარიგებისა   და  სუფთა ენერგიაზე გადასვლის კონტექსტში“.

ნახეთ მეტი
Back to top button