საზოგადოება
მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში საქართველოში ვუმასპინძლოთ 100 უკრაინელ ბავშვს – ხაზარაძე
,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მზადაა, საჭიორების შემთხვევაში საქართველოში 100 უკრაინელ ბავშვს უმასპინძლონ. ამის შესახებ ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს იქნება “ლელოს” მოკრძალებული წვლილი ჩვენი უკრაინელი ძმების მხარდასაჭერად
„ყველას გვახსოვს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიმართ, ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ შესაძლებლობის ფარგლებში მათ მხარდასაჭერად.
დღეს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მზადყოფნას გამოვთქვამ, საჭიროების შემთხვევაში საქართველოში ვუმასპინძლოთ 100 უკრაინელ ბავშვს. ეს იქნება “ლელოს” მოკრძალებული წვლილი ჩვენი უკრაინელი ძმების მხარდასაჭერად“, – წერს ხაზარაძე