პოლიტიკა

პუტინი: მინსკის შეთანხმებები აღარ არსებობს, მოკლა კიევმა

,,Metronome.ge” წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მინსკის შეთანხმებები უკვე აღარ არსებობს.

“უკრაინის ხელისუფლებამ საჯაროდ განაცხადა, რომ არ შეასრულებენ მინსკის შეთანხმებებს. რუსეთს არ შეეძლო კვლავაც მოეთმინა დონბასის ხალხის გენოციდი. მინსკის შეთანხმებები მოკლა კიევმა ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე რუსეთი აღიარებდა ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებს“, – განუცხადა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა და შესაბამის დოკუმენტს ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერა.

ამასთან, პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დონეცკსა და ლუგანსკში “მშვიდობის უზრუნველყოფა“ დაავალა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ არავის არაფერს დაუთმობენ და ეხლა დამტკიცდება ვინ არის მათი ნამდვილი მეგობარი.

ნახეთ მეტი
Back to top button