მთავარიპოლიტიკა

პუტინმა მთიან ყარაბაღში სიტუაციის მოწესრიგებაზე ისაუბრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას ისაუბრა მთიან ყარაბაღში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების შესახებ გარკვეული შეთანხმებების მიღწევაზე. მისი თქმით, არის უთანხმოებაც, მაგრამ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოგვარების პროცესი მშვიდობიანი გზით გაგრძელდეს.

„ყოველ შემთხვევაში, უკვე არსებობს გარკვეული შეთანხმებები არა მხოლოდ იქ მცხოვრები ყველა ადამიანის უსაფრთხოების, არამედ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების, სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის კუთხით. ვიცი, რომ ჯერ კიდევ არის კამათი, არის სამუშაო. მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პროცესი მშვიდობიანად განვითარდეს და მივაღწიოთ ყველა მონაწილე მხარის კმაყოფილებას”, – განაცხადა პუტინმა.

ნახეთ მეტი
Back to top button