პოლიტიკა

რიჩარდ კირაკოსიანი. ომმა ყარაბაღში სახიფათო პრეცედენტი შექმნა საკითხების ძალის გამოყენებით გადაწყვეტისთვის

სამწუხაროდ, ამჟამად სამხრეთ კავკასია რჩება დიდი საფრთხეების მქონე რეგიონად. ამის შესახებ 22 თებერვალს ერევანში, ევრონესთის საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორმა, აშშ-ს მოქალაქემ რიჩარდ კირაკოსიანმა.

მან ისაუბრა როგორც მოწვეულმა ექსპერტმა და შეეხო სომხეთისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებს. მისი თქმით, სომხეთმა პირობა დადო, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად მხოლოდ დიპლომატიურ საშუალებებს გამოიყენებს. „მინსკის ჯგუფი არის ერთადერთი ფორმატი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების გასამართად. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ახლა ჩვენ ვხედავთ ძალიან მყიფე რეალობას. ამჟამინდელი ომისშემდგომი მდგომარეობა შორს არის მისი დაპირისპირებისშემდგომად მიჩნევისგან.  და აი კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიურ საშუალებეზე დაბრუნების  გზაზე სომხეთი კონსტრუქციულ მიდგომას ამჟღავნებს”, – განაცხადა კირაკოსიანმა.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ამჟამად შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს კონფლიქტის დიპლომატიური გამარჯვება დაპირისპირების ყველა მხარისთვის.  მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყარაბაღში 2020 წ. საომარი მოქმედებების კონტექსტში შეიქმნა ორი მეტად სახიფათო პრეცედენტი, რაზეც საერთაშორისო საზოგადოებამ რეაგირება არ მოახდინა. თუმცა, ისინი შეიძლება გახდეს საფრთხე ევროპული ღირებულებებისთვის. „პირველ რიგში, შეიქმნა ძალით გადაწყვეტის მცდელობის პრეცედენტი, რამაც თავის მხრივ მსგავსი განწყობები ჩამოაყალიბა სხვა ქვეყნებშიც. გარდა ამისა, ჩვენ იმის მოწმენი გავხდით, თუ როგორ შეუძლიათ დიდ, ავტორიტეტულ ქვეყნებს გაიმარჯვონ ისეთი დემოკრატიების მიმართ, როგორიცაა სომხეთი და არცახი. ეს არის დემოკრატიები, რომლებიც ჩამოყალიბების პროცესშია. ეს ასევე ძირს უთხრის ევროპულ ღირებულებებს. გარდა ამისა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება დიპლომატიის ყველაფერზე მაღლა დაყენების შესახებ, დასავლეთის ვალდებულების საკითხი“,  – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button