პოლიტიკა

ჯო ბაიდენი – ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებზე, ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ სარგებელს და ასევე უნდა გაიზიარონ ტკივილი – ვიმუშავეთ გერმანიასთან, რათა “Nord Stream 2” არ გაგრძელდეს

,,ინტერპრესნიუსი” წერს, რომ ჩვენ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებზე, ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ სარგებელს და ასევე უნდა გაიზიარონ ტკივილი – ვიმუშავეთ გერმანიასთან, რომ Nord Stream 2 არ გაგრძელდეს, – ამის შესხებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდი გამოაცხადა.

“რუსეთის ქმედებების გამო, ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან, იმის უზრუნველსაყოფად, რომ Nord Stream 2 , როგორც დაგპირდით, არ გაგრძელდეს. რუსეთი გადაიხდის უფრო ძვირ ფასს, თუ ის გააგრძელებს აგრესიას”, – თქვა ბაიდენმა.

როგორც ცნობილია, გერმანიამ განაცხადა, რომ აჩერებს გაზსადენის “Nord Stream 2”-ის სერტიფიცირებას აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვის ქმედებების გამო.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

ნახეთ მეტი
Back to top button