პოლიტიკა

აზერბაიჯანული მედიის მხრიდან ადამიანის უფლებათა დამცველის მიმართ უკიდურესი სიძულვილი და შეურაცხყოფა

უფლებადამცველმა არმან თათოიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აზერბაიჯანული მედიის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც სომხეთის უფლებადამცველის მიმართ სიძულვილის ენა და შეურაცხყოფა იყო გამოხატული.

როგორც სომხეთის ადამიანის უფლებების დამცველი წერს:

„აზერბაიჯანის მედიაში დიდი სიხარული გამოიწვია იმან, რომ სომხეთის ადამიანის უფლების დამცველმა დაასრულა მისი რწმუნებულება. მედიის მიერ გამოქვეყნებული მასალები მიგვითითებენ იმაზე, თუ რა  ზიზღითა და სიძულვლით არიან  ისინი გამსჭვალული სომხეთის ომბუდსმენდს მიმართ, რომელიც არ იშურებდა ძალასა და ენერგიას საზღვრისპირა რაიონებისა და არცახის მოსახლეობის უფლებების დასაცავად.

აზერბაიჯანული პუბლიკაციები შეიცავენ სომეხი ხალხისადმი ღრმა სიძულვილსაც“.

სიძულვილთან  ერთად ეს პ;უბლიკაციები ღრმა მუქარასაც შეიცავენ.

აშკარაა, რომ წარმოდგენა არ აქვთ ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ან ომბუდსმენის საერთაშორისო როლზე კონფლიქტურ თუ პოსტკონფლიქტურ სიტუაციებში, ან ყველაფერს იგნორირებას უკეთებს. ყველა პუბლიკაცია გამოირჩევა  პოლიტიკური ელფერით, არის საკმაოდ უსაფუძვლო.

„განსაკუთრებით აღვნიშნავ, რომ შეურაცხყოფისა და სიძულვილის ამ კამპანიების მიუხედავად, მე ყოველთვის ვაყენებდი საკითხებს, რომლებიც ეხება სომხეთის მოქალაქეების, საზღვრის მაცხოვრებლების და არცახში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების უფლებებს“, – წერს ის.

ნახეთ მეტი
Back to top button