საზოგადოება

ბოლო კვირებში კორონავირუსის შემთხვევების მუდმივი კლებაა. მინისტრი

ბოლო კვირებში კორონავირუსის შემთხვევების მუდმივი კლებაა. “არმენპრეს”-ის ცნობით, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა.

„გუშინ ტესტირება ჩაუტარდა 4759 მოქალაქეს, დაფიქსირდა 946 ახალი შემთხვევა, გვყავს 24 გარდაცვლილი. სომხეთში ამჟამად მიმოქცევაშია Omicron BA.1 და BA.2 ქვეშტამები. „ყოველ კვირას ვატარებთ სინჯების ტესტებს. როგორც ჩანს, დელტა შტამი მთლიანად გამოდევნილია ომიკრონის შტამის გავლენით“, – თქვა ავანესიანმა და დასძინა, რომ ომიკრონის შტამით დაინფიცირების შემთხვევაში, მოქალაქეები უფრო ადვილად იტანენ ვირუსს. მაგრამ მაინც დაფიქსირდა სიკვდილი.

მინისტრი საჭიროდ მიიჩნევს სიფრთხილის შენარჩუნებას, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის, რათა წინასწარ მოეწყოს ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების აცრები.

„60 წელს გადაცილებული მოქალაქეების 40 პროცენტი აცრილია. ეს მაჩვენებელი ბოლო 1-2 თვეში საგრძნობლად გაიზარდა, მაგრამ ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი გავზარდოთ. ზოგადად, ვაქცინის პირველი დოზა 1 080 015 მოქალაქეს ჩაუტარდა, რაც ზრდასრული მოსახლეობის 47,9%-ს შეადგენს. მეორე დოზა 905 624 მოქალაქეს, რაც ზრდასრული მოსახლეობის 40%-ს შეადგენს. „ვაქცინაციასაც ვახორციელებთ მესამე მასტიმულირებელი დოზით, 20169 მოქალაქემ მიიღო გამაძლიერებელი დოზა“, – განაცხადა ავანესიანმა.

მინისტრის თქმით, მალე საავადმყოფოებში საწოლების შემცირების პროცესი დაიწყება.

ნახეთ მეტი
Back to top button