პოლიტიკა

დონეცკის და ლუგანსკის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას: სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთის რესპუბლიკის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება დღის წესრიგში არ დგას.

ამის შსახებ სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ვაჰან ჰუნანიანმა აღნიშნა „არმენპრესს“ კითხვებზე პასუხის გაცემისას.

მან აღნიშნა, რომ სომხეთს, ბუნებრივია, სურს, რომ ორ მეგობარ სახელმწიფოს, რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული პრობლემები გადაწყდეს დიპლომატიური გზით, დიალოგის, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, გაეროს წესდების საფუძველზე.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გადაიდგმება აუცილებელი ნაბიჯები დაძაბულობის შესამცირებლად და სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტის მოსაძებნად“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button