პოლიტიკა

პოლიტოლოგი. ბაქოსა და მოსკოვს შორის გაფორმებული დეკლარაცია უნიკალური პიარ კამპანიაა

რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა ძველი ფორმატია. რეგიონში ცვლილებები არც ერთ დოკუმენტზე ხელმოწერას არ უკავშირდება. ამის შესახებ NEWS.am-ს განუცხადა კავკასიის ინსტიტუტის დირექტორმა, პოლიტოლოგმა ალექსანდრე ისკანდარიანმა.

მისი თქმით, ეს ცვლილებები 2020 წლის 44-დღიანი ომის შედეგებს უკავშირდება.

„და ყველაფერი, რაც ამის შემდეგ მოდის, მათ შორის ე.წ შუშის დეკლარაცია, რუსეთ-აზერბაიჯანული დეკლარაცია, ერთი მოვლენის შედეგია. ბაქოსა და მოსკოვს შორის გაფორმებული დეკლარაცია არის ერთგვარი პიარ აქცია, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ვლადიმერ პუტინზე მეტად სჭირდება. მასში მხოლოდ ნათქვამია, რომ რუსეთს სჭირდება მოკავშირეები როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან. ეს ძველი ფორმატია“, – განმარტა პოლიტოლოგმა.

ექსპერტის აზრით, რუსეთი მხოლოდ მეზობელ ქვეყნებზე გავლენის მოხდენას ცდილობს. მისთვის ეს ახლო საზღვარგარეთია. კერძოდ, საუბარია ყოფილ სსრკ ქვეყნებზე, თუმცაღა ბალტიისპირეთის ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს გარეშე.

„სომხეთიც და აზერბაიჯანიც, ზოგჯერ სრულიად განსხვავებული მიზეზებითაც კი, გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენენ რუსეთისთვის. შესაბამისად, ის დროდადრო ადასტურებს ამ მნიშვნელობას“, – განაცხადა ისკანდარიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button