მთავარიპოლიტიკა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სომხეთ-ევროკავშირის საპარლამენტო პარტნიორობის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მიიღო სომხეთ-ევროკავშირის საპარლამენტო პარტნიორობის კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საპარლამენტო პარტნიორობის კომიტეტის წევრი მარკეტა გრეგოროვა.

როგორც  საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს მხარეებმა განიხილეს ორმხრივ ღირებულებებზე დაფუძნებული,  კერძოდ, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის ფარგლებში სომხეთ -ევროკავშირის პარტნიორობის გაღრმავება.   მარინა კალიურანდმა შეაქო სომხეთში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი და ევროპული ინსტიტუტები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მათ.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის მთელ რიგ საკითხებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button