მთავარიპოლიტიკა

სომხეთ-ევროკავშირის საპარლამენტო პარტნიორობის კომიტეტი არის ძლიერი პლატფორმა სომხეთის დემოკრატიული დღის წესრიგისთვის: ფაშინიანი

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს სომხეთ-ევროკავშირის საპარლამენტო პარტნიორობის კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი და კომიტეტის წევრი მარკეტა გრეგოროვა მიიღო.

პრემიერ-მინისტრი მიესალმა სომხეთ-ევროკავშირის საპარლამენტო პარტნიორობის კომიტეტის წარმომადგენლების ვიზიტს ჩვენს ქვეყანაში და გააძლიერა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა. “სომხეთი აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირთან სხვადასხვა განზომილებაში. ეს პლატფორმა მნიშვნელოვანი განზომილებაა სომხეთის დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლისთვის”, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ქალბატონ კალიურანდს 2020 წლის ომის შემდეგ ევროპარლამენტში სომხური მხარის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებისათვის, მათ შორის სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხშიც.

თავის მხრივ მარინა კალიურანდმა მადლობა მოახსენა პრემიერ-მინისტრს მიღებისთვის, და  ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი არის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელოვანი  პარტნიორი, ევროკავშირი მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანას რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებასა და დემოკრატიის განვითარებაში. მან ეფექტური უწოდა სომეხი კოლეგასთან,   სრ და ეკ  საპარლამენტო პარტნიორობის კომიტეტის   სომხური  მხარის თანათავმჯდომარე არმან იღოიანთან თანამშრომლობას  და აღნიშნა, რომ გააგრძელებს აქტიურ მუშაობასსომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებისთვის.

მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით გამართული შეხვედრების შედეგად მიღწეულ შეთანხმებებზე  და აღნიშნა, რომ სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. ნიკოლ ფაშინიანმა წარმოადგინა სომხეთის პოზიციები რეგიონულ მოვლენებზე, საკომუნიკაციო არხების განბლოკვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის, სომხეთ-თურქეთის დიალოგის პროცესზე.

ქალბატონმა კალიურანდმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეები, დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და ის გააგრძელებს ამ საკითხის წინ  წამოწევას. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა სომხეთის ისტორიული, კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის შენარჩუნების მიზნით მთიან ყარაბაღში  საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების შესვლის უზრუნველყოფის აუცილებლობას.

ნახეთ მეტი
Back to top button