საერთაშორისო

უკრაინა თურქეთს სთხოვს, რუსული გემები არ გაატაროს – ელჩი

Netgazeti.ge წერს, რომ თურქეთში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ უკრაინის მთავრობამ თურქეთის ხელისუფლებას სთხოვა, რუსულ ხომალდებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები დაუხუროს.

1936 წლის მონტროს კონვენცია შავ ზღვაში ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით სამხედრო ხომალდების შესვლას არეგულირებს.

კონვენციის თანახმად, სრუტეებში ხომალდების გადაადგილების კონტროლის ბერკეტი აქვს თურქეთს, – რომელიც ნატოს წევრია.


24 თებერვლის დილას რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

ნახეთ მეტი
Back to top button