საზოგადოება

გლენდეილში ამოქმედდა პროექტი, რომელზეც ქალაქის სომხური საზოგადოება ოცნებობდა

აშშ-ში, გლენდეილში ახალი მუზეუმისა და კულტურული ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ეს არის პროექტი, რომელზეც ქალაქის სომხური სათვისტომო უკვე ათწლეულებია ოცნებობს. ინფორმაციას Glendale News – Press ავრცელებს. Abc7 იუწყება, რომ მალე იქ მუზეუმი გაიხსნება, რომელიც სომხების ისტორიას, ასევე მათ მიღწევებს მოგვითხრობს.

“ეს არის ნაბიჯი ოცნებისკენ, რომელიც მალე ყველა ჩვენგანისთვის რეალობად იქცევა”, – თქვა გლენდეილის მერმა ფოილა დევიანმა პროექტზე მითითებით.

მუზეუმი მდებარეობს კოლორადოს ბულვარზე. ეს ამერიკელ-სომხებისთვის გახდება ახალი სახლი, სადაც წარმოდგენილი იქნება მათი მემკვიდრეობა, სხვებს კი მისცემს  შესაძლებლობას დაუკავშირდნენ, იცოდნენ, გაიგონ, თუ რითი ცხოვრობს შეერთებული შტატების სომხური საზოგადოება.

მუზეუმი უმასპინძლებს მუდმივ და დროებით გამოფენებს, მათ შორის  1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდს მიძღვნილს. მუზეუმში ასევე იქნება საგანმანათლებლო ცენტრი.

„ამ ადგილას სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნა უკვლდავი იქნება. ის ასევე იქნება საგანმანათლებლო ცენტრი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აქ ყოველწლიურად ჩამოდიან“, – აღნიშნა სომხურ-ამერიკული მუზეუმის აღმასრულებელმა დირექტორმა შანთ საჰაკიანმა.

უპირველეს ყოვლისა, მუზეუმი გახდება პლატფორმა სომხური კულტურისა და შემოქმედებითი აზროვნების წარმომადგენლებისთვის.

ცენტრი 2024 წლის ზაფხულში გაიხსნება.

ნახეთ მეტი
Back to top button