
მიუხედავად ბაქოს ცალმხრივი განცხადებებისა, ჩვენ დაჟინებით ვამბობთ, რომ ომი არ არის არსებული პრობლემების გადაწყვეტა. ყარაბაღის კონფლიქტი არ არის მოგვარებული. ამის შესახებ 24 თებერვალს, სომხეთ-ევროკავშირის საპარლამენტო პარტნიორობის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, ესტონეთის წარმომადგენელმა ევროპარლამენტის წევრმა, მარინა კალიურანდმა.
მისი თქმით, კომიტეტის დღევანდელი სხდომის ფარგლებში ხაზი გაესვა ეუთოს მინსკის ჯგუფის დიპლომატიური ძალისხმევის გაგრძელებას ყარაბაღის საკითხის საბოლოო და გრძელვადიანი მოგვარებისთვის.
კალიურანდმა ასევე აცნობა, რომ დისკუსიის დროს ხაზი გაესვა ყველა სომეხი ტყვეს დაბრუნების აუცილებლობას გამონაკლისის გარეშე.
„ჩვენ გავაგრძელებთ ამის დაჟინებას მანამდე, სანამ აზერბაიჯანის ციხეებში მყოფი სომხეთის ყველა მოქალაქე არ დაბრუნდება სამშობლოში. სამხედრო ტყვეები და ზოგადად ადამიანის სიცოცხლეები ვაჭრობის საგანი არ უნდა გახდნენ. აქედან გამომდინარე, ევროკავშირი მიესალმება ერევნის ნაბიჯს დანაღმული ველების რუქების მიწოდებასთან დაკავშირებით“, – თქვა ევროდეპუტამა.
ამის გარდა, დისკუსიის დროს მხარეები შეეხნენ სომხური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხს, ასევე რეგიონში იუნესკოს მისიის მუშაობის უზრუნველსაყოფად მიმართულ ნაბიჯებს. კალიურანდმა აღნიშნა, რომ განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებიც, ასევე განიხილეს თუ როგორ მიაღწიონ პროგრესს ამ ურთიერთობებში, განიხილეს კომუნიკაციების განბლოკვა, რკინიგზის ფუნქციონირება, ასევე ის ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეტაპობრივად შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღწევას.
მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხო სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხს და დღეს ვენაში დაგეგმილი სპეციალური ელჩების შეხვედრას.
მისი თქმით, სომხეთი ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
„ჩვენ მუდამ ვიქნებით სომხეთის გვერდით, ჩვენ წვლილი შევიტანთ აქ გატარებულ რეფორმებში“, – აღნიშნა დეპუტატმა.