მთავარისპორტი

იური საქუნცის რეკორდი: ნეკა თითით მეტროს ვაგონი 10 მეტრზე გადაადგილა (ფოტო, ვიდეო)

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა და ევროპის ჩემპიონმა იური საქუნცმა მორიგი რეკორდი დაამყარა, ამჯერად ნეკით.

24 თებერვალს ერევნის  კარენ დემირჩიანის  სახელობის მეტროპოლიტენის  მატარებლების  ბაზაში იური საქუნცმა დაამყარა მორიგი რეკორდი. მან 33 ტონიანი მეტროს ვაგონი ნეკა თითით მოსწია და 10 მეტრზე გადაადგილა.  26 წლის სპორტსმენმა გინესის რეკორდი დაამყარა.

„ნეკით რეკორდის დამყარების იდეა 16 წლის ასაკში გამიჩნდა, მაშინ როდესაც პირველი რეკორდი დავამყარე. ყოველთვის ვფიქრობდი განსხვავებული რეკორდის დამყარებაზე. ხალხი კბილებით, თმით, მთელ ტანით ქაჩავს, მე კი ნეკით  გადავწყვიტე რეკორდის დამყარება. ჯერ პატარა მსუბუქი მანქანებით დავიწყე. ჩემი პირველი რეკორდი იყო 3 ტონიანი მანქანა. წლობით ვარჯიშის შედეგად დღეს 33 ტონიანი მატარებლის ვაგონი გამოვქაჩე  ნეკით.    ეს იყო ჩემი 22-ე რეკორდი სომხეთში, მე-6 მსოფლიოში და თუ დადასტურდა, იქნება მე-4 გინესის რეკორდი. დაველოდებით გინესის რეკორდების წიგნს და დამოწმებულ სერტიფიკატს. პროცესი დაახლოებით 6 თვეს გაგრძელდება. ჩემი წინა გინესის რეკორდი დამყარდა 2020 წლის 21 სექტემბერს, როცა ხელებზე სიარულით და კბილებით 4 ტონა მანქანა გადავაადგილე. ჩემს რეკორდს ვუძღვნი ჩვენს ჯარისკაცებს, ასევე სომხეთის, არცახის და დიასპორის სომხებს. დღეს სპეციალური ფორმა მეცვა, რომლის ავტორი მე ვარ. ჩემს  მარცხენა მკლავზე არის არცახის დროშა, მარჯვენაზე – სომხეთის, მაისურზე სამხედრო ფორმის ნაყშებიცაა . ფორმა სპეციალურად ამ რეკორთან დაკავშირებით მოვიფიქრე. ამით პატივი მოვაგე ჩემს ერს, მათაც  ვინც ომში დაიღუპა და თავი გასწირა”, – ამბობს რეკორდსმენი.

ნახეთ მეტი
Back to top button