მთავარიპოლიტიკა

„რუსეთ-აზერბაიჯანის დეკლარაცია – ნელი მოქმედების ნაღმი“: ექსპერტი

22 თებერვალს, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა კრემლში ხელი მოაწერეს დეკლარაციას რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის მოკავშირული თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ავითარებენ ორმხრივ სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას, რომელიც შეესაბამება ეროვნულ ინტერესებს და არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ. მოსკოვი და ბაქო შეთანხმდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს სამხედრო დახმარება გაუწიონ. დეკლარაციის თანახმად, მხარეები თავს იკავებენ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც, ერთ-ერთი ქვეყნის აზრით, დააზარალებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მოკავშირე ურთიერთობებს. ამ მიზნით ისინი „ საგარეო საქმეთა სამინისტროების მეშვეობით ქმნიან მუდმივ საკონსულტაციო მექანიზმს“.

43 პუნქტისგან შემდგარი დოკუმენტს, რომელსაც ხელს აწერენ რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები, სამხედრო ექსპერტ  კარენ ჰოვანისიანის აზრით,  ბაქოს ქვეშ მოთავსებული  ნელი მოქმედების ნაღმია.  მისი თქმით, ფაქტობრივად, მოსკოვი ცდილობს აზერბაიჯანის გაყვანას თურქეთის გავლენის სფეროდან ბაქოსთან მოკავშირული  დეკლარაციის ხელმოწერით.

კარენ ჰოვანისიანი  ხელმოწერილ დეკლარაციას რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების გამაერთიანებელ  დოკუმენტად მიიჩნევს.

ნახეთ მეტი
Back to top button