საერთაშორისო

საქართველო ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების გამო რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს საქართველო არ შეუერთდება.

პრემიერმა მიზეზად ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაასახელა.

“მე მინდა ვთქვა, როგორც პრემიერ-მინისტრი, არაფერს გავაკეთებ ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, მე ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს და მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას.

შესაბამისად, მე, როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე, მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვიხელმძღვანელებ,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნახეთ მეტი
Back to top button