პოლიტიკა

აზერბაიჯანის სახელმწიფო პოლიტიკად რჩება არმენოფობია და ძალის გამოყენების მუქარა. საგარეო საქმეთა სამინისტრო

სრ საგარეო საქმეთა სამინისტრომ სუმგაითში სომეხი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის 34 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„34 წლის წინ, 27-29 თებერვალს, სამართალდამცავების ბრძანებით, სამართალდამცავი ორგანოების ნებართვით განხორციელდა სუმგაითის სომეხი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა, დაიღუპა ასობით სომეხი, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები, ათასობით ადამიანი კი გახდა იძულებით გადასახლებული.

სომხების მიმართ მასობრივი მკვლელობები, წამება, რომელიც მიმართული იყო არცახის სომხების დემოკრატიული გამოხატვის ძალდატანებით აღკვეთაზე, მათი თვითგამორკვევის განუყოფელი უფლების გამოყენების არსებული სამართლებრივი მექანიზმების საფუძველზე, მოგვიანებით გაგრძელდა ბაქოში, კიროვაბადში და აზერბაიჯანის სხვა სომხებით დასახლებულ რაიონებში.

ყარაბაღის ხალხის ხმას, რომელიც გამოხატავდა თავის სამშობლოში თავისუფლად და უსაფრთხოდ ცხოვრების ნებას, აზერბაიჯანმა უპასუხა მთიანი ყარაბაღის სომხების მიმართ კოლექტიური დასჯის პოლიტიკის განხორციელებით, რაც შემდგომში მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა.

სომეხთა ხოცვა-ჟლეტას სუმგაიტში ფართო საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა, ევროპარლამენტმა მიიღო შესაბამისი დაგმობის რეზოლუცია.

იგივე პოლიტიკის გაგრძელებით, 2020 წლის 27 სექტემბერს არცახის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის დროს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს სრული ეთნიკური წმენდა მათ დაქვემდებარებაში მყოფ სომეხთა დასახლებაში, სასტიკად გაუსწორდნენ მრავალ მძევალ მოქალაქეს, სამხედრო ტყვეს, გაანადგურეს და ვანდალიზმი ჩაიდინეს სომხური კულტურული და რელიგიური ძეგლების და სიწმინდეების მიმართ.

2021 წლის 7 დეკემბერს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიერ ,,რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში გადაუდებელი ზომების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებამ  აჩვენა, რომ სუმგაიტის დანაშაულიდან სამი ათეული წლის შემდეგაც კი აზერბაიჯანის მხრიდან გრძელდება სომხების მიმართ რასობრივი სიძულვილისა და სომხური კულტურული და რელიგიური ძეგლების და სიწმინდეების განადგურების პოლიტიკა.

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ სუმგაითში და სხვა დასახლებებში ჩადენილი მასობრივი დანაშაულის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას და ვაცხადებთ, რომ სომხების მიმართ სიძულვილი და ძალის გამოყენების მუქარა რჩება აზერბაიჯანის სახელმწიფო პოლიტიკად, რაც აშკარად ეწინააღმდეგება მშვიდობიანი, განვითარებადი და სტაბილური რეგიონის ქონაზე მიმართულ რეგიონულ და საერთაშორისო ძალისხმევას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button