პოლიტიკა

პრემიერი: კიევი იბომბება და ამის შემჩერებელი არავინაა… სანქციები არაეფექტურია

,,Metronome.ge” წერს, რომ დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი, ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში, უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ, რომ არავინაა და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არაა ეფექტური საშუალება. ისიც ვთქვათ, დღეს უკრაინაში ვინ ომობს – უკრაინელი ჯარისკაცი, უკრაინის ჯარი, ამიტომ, ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა და მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშეა. ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია, გაუთვლელი ნაბიჯები, სიტყვა-ქვედება არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი რისკის შემცველი. ჩვენ, როგორც ხელისუფალნი, რომლებიც პასუხისმგებელნი ვართ, როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკაზე, მოგვეთხოვება პასუხი და პასუხისმგებელნი ვართ ყველაფერზე. ჩემს მიმართვაში ვთქვი, რომ როგორც პრემიერი, არაფერს გავაკეთებ, რაც ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს შეეწინააღმდეგება – არაფერს. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით ვიხელმძღვანელებ

განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button