
26 თებერვალს შედგა სატელეფონო საუბარი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის.
ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, შეეხნენ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის რუსეთის ფედერაციაში აპრილში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის დღის წესრიგს.
თანამოსაუბრეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ 2020 წლის 9 ნოემბერს, 2021 წლის 11 იანვარს და 26 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი განცხადებების შესრულებაზე.