
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში სომეხი ჯარისკაცის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
“ინფორმაცია უკრაინაში სომხეთის შეიარაღებული ძალების მოსამსახურის სავარაუდო ჩართვის შესახებ არის სრული დეზინფორმაცია”, – წერს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ვაჰან ჰუნანიანი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
Telegram-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარკოვში უკრაინის წინააღმდეგ ოპერაციებში სომეხი ჯარისკაცი მონაწილეობდა.