პოლიტიკა

სუბარი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ძალიან მტკიცედ ახორციელებს უკრაინის მხარდაჭერისა და საქართველოსთვის კატასტროფის არიდების პოლიტიკას

,,Metronome.ge” წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ძალიან მტკიცედ, ძალიან თანმიმდევრულად ახორციელებს უკრაინის მხარდამჭერ პოლიტიკასაც და საქართველოსთვის კატასტროფის არიდების პოლიტიკასაც. ეს არის ჩვენი ამოცანა ამ მძიმე დღეებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„შეიძლება ბევრს ვერ წარმოუდგენია რას შეიძლება ნიშნავდეს ომი, ახალგაზრდებს ვგულისხმობ, რა კატასტროფის გამომწვევია ომი, მაგრამ ისევ გავიმეორებ, ახლა ეს არის ეგზისტენციური საფრთხე ქვეყნისთვის. ეს არ არის იმაზე, გავა თუ არა ბორჯომი ან ატამი, ამაზე საერთოდ არ დგას საქმე. გაცილებით მძიმე საფრთხეების წინაშე ვდგავართ და ეს უნდა გაითავისოს საქართველოს ყველა მოქალაქემ. ჩვენი ყველა მოქალაქისთვის მშვიდობა, ადამიანების სიცოცხლე, ქვეყნის მთლიანობა არის უმთავრესი ამოცანა. ხვალ შეიძლება გავიღვიძოთ სულ სხვა სამყაროში, რომელიც ჩვენი დიადი მიზნების განხორციელებასაც უფრო რეალურს გახდის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ნახეთ მეტი
Back to top button