პოლიტიკა

უკრაინა-რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება იწყება

,,მთავარი არხი” წერს, რომ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინული და სურული მხარეები შეხვედრისთვის პლატფორმა მზადაა. Unian წერს, რომ ორივე დელეგაცია უკვე ადგილზეა. 

უკრაინამ დაადასტურა მზაობა, დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დიალოგისთვის მდინარე პრიპიატის სიახლოვეს. ოკუპანტებს სურდათ უკრაინელ მხარეს ქალაქ გომელში შეხვედროდნენ, თუმცა ზელენსკიმ განაცხადა უარი უკრაინის დელეგაცია ჩასულიყო ქალაქში, საიდანაც რუსული რაკეტებით უტევენ უკრაინას.

აუდიენცია, დიპლომატებს შორის გაიმართება და არა მაღალ პოზიციაზე მყოფ პოლიტიკოსებს შორის. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ბელარუსის პრეზიდენტი იღებს. რა შედეგით დასრულდება აუდიენცია – რამდენიმე საათში გაირკვევა.

ნახეთ მეტი
Back to top button