უკრაინიდან სომხეთში ევროპის რამდენიმე ქვეყნის გავლით დაბრუნებისას ვიზა არ იქნება საჭირო: სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის, რომლებიც აპირებენ სომხეთში დაბრუნებას უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, გადაკვეთენ პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და მოლდოვას საზღვრებს, აღნიშნული ქვეყნების ვიზების ( აღნიშნული შენგენის ქვეყნების შემთხვევაში – შენგენის ვიზა) წინასწარ აღება საჭირო არ არის.
ასევე განიხილება უკრაინიდან მათი ევაკუაციის სხვა ვარიანტებიც.
ამასთან, ინფორმირებულია, რომ სომხეთის რესპუბლიკა მზადაა მიიღოს ჩვენი თანამემამულეები, მათი ოჯახის წევრები, ასევე სხვა ლტოლვილებიც.
მთელი პერსონალით მუშაობას აგრძელებენ სომხეთის რესპუბლიკის საელჩო კიევში, სომხეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულო ოდესაში, ასევე სომხეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულო რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში.
Ტელეფონის ნომრები:
საელჩო კიევში
+380442349005:
+380671090506:
+380689602524:
+380685000782:
გენერალური საკონსულო ოდესაში
+380487039176:
+380487039178:
გენერალური საკონსულო დონის როსტოვში
+79614084423: